
ადვოკატის ინფორმაციით, კასრაძე საპატიმროდან "ვივამედში გადაიყვანეს
07/02/2025 09:38:13 საზოგადოება
პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული, პატიმრობაში მყოფი ვეფხია კასრაძე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს,- ამის შესახებ "აქცენტს" კასრაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.
მანამდე აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირის რევაზ კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი იუწყებოდა, რომ კიკნაძის ცნობით, ვეფხია კასრაძე „ძალიან ცუდად არის“: „ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად არის, ტკივილები აქვს და ჩირქი მოსდისო“.
კოჟორიძე ამბობს, რომ კასრაძემ ორშაბათს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა სუნთქვითი პრობლემების გამო.
„იმავე დღეს დააბრუნეს საკანში, როგორც გუშინ მითხრა სატელეფონო საუბრისას. შემდეგ კი ცოტა გაურთულდა ვითარება. დღეს უნდა გაეყვანათ ტამპონების ამოსაღებად“, - ამბობს კოჟორიძე.
ადვოკატის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, კასრაძე "ვივამედში" გადაიყვანეს, ადვოკატებს მასთან კომუნიკაცია კლინიკაში გადაყვანამდე ჰქონდათ და კასრაძემ დაუდასტურა ჩირქის დაგროვება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მათ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.
პენიტენციურ სამსახურს და კლინიკას ჯერ კომენტარები არ გაუკეთებიათ.