Accentnews.ge
ნიკოლოზ ჯავახიშვილი: სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ, ისევ დავიწყე შიმშილობა

ნიკოლოზ ჯავახიშვილი: სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ, ისევ დავიწყე შიმშილობა

07/02/2025 09:45:34 საზოგადოება

სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ,- წერს პროევროპულ აქციებზდე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი აქვეყნებს.

„მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე.

ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება) საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა, ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას. განა რამდენს დაგვიჭერენ?!

არ ვიცი რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან მაგრამ ვეცდები შიმშილობით მაინც.

მადლობას გიხდით ყველას თქვენი გულშემატკივრობისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ მოშიმშილეებს.

ჩემი პასუხია „შეტევაზე -შეტევით“ არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან.

დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს ვიცი ჩვენ ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ, ჩამოინგრევა ეს რეჟიმი , ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს. მინდა თხოვნით მოგიწოდოთ სრული დაუმორჩილებლობისკენ და არდანებებისკენ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- წერს წერილში ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S