Accentnews.ge
გვარამია: კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ

გვარამია: კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ

07/02/2025 10:04:53 პოლიტიკა

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ამბობს, რომ "კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ".

"ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი:

1. რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა ენჯეოების, გინდა მედიების მიერაც კი, საკმარისი არაა - რეჟიმი აგონიაში არაა. იგი დასუსტებულია, იზოლაციაშია, მაგრამ ადაპტირებულია პროტესტსაც და იზოლაციასაც

2. დაჭერები მუშაობს. თუ ღიას არა, შინაგან ცენზურას მაინც იწვევს და სიფრთხილეს, რომელიც დაჭერების ინტენსიობის მატების კვალდაკვალ, ტრანსფორმირდება შიშში (რაც ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია)

3. პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან

4. ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება მინიმუმ 1 თვეა

5. პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ იციან და ყველაფერი არ შეუძლიათ. არც ახალი პარტიაა პანაცეა და არც არსებული პარტიების სრული შერწყმა

6. კრიტიკა, ვისიც და რისიც არ უნდა იყოს, მტრობა არაა და მისი აუტანლობა და პრაქტიკულად აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტს ემსახურება, აფუჭებს საქმეს და გვაშორებს მიზანს.

7. ყველაფერი კარგად არაა, ყველაფერი რთულადაა და ეს კიდევ უფრო მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა ხელების ჩამოყრისკენ ან კომფორტზონის ძებნისკენ, რაც თავის მოტყუებას გულისხმობს, რომ ყველაფერი გადასარევად მიდის.

8. გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს არ დამარცხებულა. არსად და არასდროს.

9. კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ",- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S