ევროპული ქვეყნები კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ღია საზღვრებზე შეთანხმდნენ

26-02-2020 00:00:49 მსოფლიო

ავსტრია, ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, სლოვენია, შვეიცარია და სან მარინო, კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ერთმანეთთან ღია საზღვრებს ინარჩუნებენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ რომში ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

"საზღვრების ჩაკეტვა ამჟამად ეფექტური არ იქნება. შევთანხმდით საერთო ნაბიჯებზე, რათა მსოფლიოს გამოწვევა დავამარცხოთ",– ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა კი - 322-მდე.

იტალიაში ვირუსი ძირითადად ლომბარდიაშია გავრცელებული, თუმცა დღეს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის სამხრეთშიც, კერძოდ ფლორენციაში და სიცილიაზე.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები