Accentnews.ge
კიტ კელოგი: ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

კიტ კელოგი: ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

07/02/2025 11:27:15 პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

„ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გაძლიერება, განსაკუთრებით ბოლოს დაწესებული სანქციების. ეს ქმნის ფართო შესაძლებლობებს რაღაცის გასაკეთებლად. ვინმე თუ იცნობს კარგად ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს, ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია და ამას ხედავთ მის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად განიხილეს, როგორ გამოეყენებინათ ძალაუფლების ყველა ელემენტი ომის დასასრულებლად. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორც კელოგმა აღნიშნა, რუსეთზე ზეწოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო.

„საჭიროა ეკონომიკური, დიპლომატიური ზეწოლა, გარკვეული სახის სამხედრო ზეწოლა და სხვა ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მიდის იქ, სადაც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა კიტ კელოგმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S