Accentnews.ge
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია, საწარმოს 300-მდე თანამშრომელი ხელფასების მატებას მოითხოვს

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია, საწარმოს 300-მდე თანამშრომელი ხელფასების მატებას მოითხოვს

07/02/2025 11:28:10 საზოგადოება

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია. საწარმოს 300-მდე თანამშრომელი ხელფასების მატებას მოითხოვს. ეს მათავარი მოთხოვნაა. ასევე მოთხოვნებს შორის არის შრომის ადამიანური პირობების შექმნა და ჯანმრთლობის დაზღვევა.

მათი განცხადებით, ქარხანაში თანამშრომლების 10%-ის შემცირების შემდეგ სხვა თანამშრომლებზე დატვირთვა გაიზარდა და ახლა მათ ორმაგი საქმის კეთება უწევს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ქარხანაში გაუქმებულია პრემიების სისტემაც.

"თანამშრომლების მოთხოვნაა ხელფასების ზრდა, გაუქმებული შტატების აღადგენა. მოლაპარაკებაზეც არარ მოდიან, პირიქით, მათგან წამოვიდა საუბარი, რომ ჩვენ თუ სამუშაო პროცესს არ დავუბრუნდებით, თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებთ იურიდიულ ფორმას და სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, საწარმოს თანამშრომელმა.

“დღე და ღამე ფოლადთან ვმუშაობთ, როდის რა გადმოგესხმება, არავინ იცის, ჯანმრთელობის დაზღვევაც ფორმალურად გვაქვს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

"რომ ძვირდება ყველაფერი, ჩვენც ხომ გვინდა რამე. ხო ჩვენით შოულობენ ფულს და რატომ არ უნდა გვქონდეს ის მინუმუმი, ბანკის ფული რომ გადავიხადოთ და პურის ფულიც რომ დაგვრჩეს. გამოვდივართ და აქეთ გვაშინებენ, ცინ იყო ინიციატორი და ა.შ., ინიციატორი ვართ სუყველა“, - ამბობს აქციის მონაწილე.

საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათან კავშირზე ქარხნის დირექტორი და მოადგილე არ გადიან და მხოლოდ დაცვის უფროსი ეკონტაქტებათ.

ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მუშობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S