Accentnews.ge
გიორგი ქადაგიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 500 ლარით დააჯარიმა

გიორგი ქადაგიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 500 ლარით დააჯარიმა

07/02/2025 14:12:22 საზოგადოება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

გიორგი ქადაგიძეს ენუქიძემ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ქადაგიძე 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელში გამართული აქციის შემდეგ რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობისას, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით გათვალისწინებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

"არც ერთ ვიდეოში არ იარსებებს ფაქტი, როცა მე ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, რადგან არ მიმიყენებია. უბრალოდ ცინიკურია, როცა შსს-ს წარმომადგენელი ურთავს მტკიცებულებად დისკს და ამტკიცებს, რომ მე ვარღვევ კანონს. საჩვენო მტკიცებულება აქვს გამოყენებული - ცინიზმის ხარისხზე მინდა გავაკეთო აქცენტი", - თქვა ქადაგიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S