
ბათუმელი მედროშე, რომელიც 22-ე დღეა შიმშილობს, სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა
07/02/2025 14:17:02 საზოგადოება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის საჩივარი და ის პატიმრობაში დატოვა. ის 22-ე დღეა შიმშილობს.
ადვოკატის თქმით, წარდგენილი იყო 20-ზე მეტი მტკიცებულება, თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო დაცვის მხარის შუამდგომლობა, ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით.
"ფიზიკურადაც უკვე სუსტად არის, დაკლებული აქვს უკვე 15 კილოგრამი და ისედაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო, თუმცაღა სწორედ ერთ-ერთი მტკიცებულების მოტანის მიზნით მოვიდა სასამართლოში და მაშინ, როცა დაინახა მოსამართლის ეს პოზიცია, პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლოს სხდომა." - თქვა ქათამაძის ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა "ტვ პირველთან".
ბათუმელი მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.