Accentnews.ge
GDI - ჯანო არჩაიას საქმეზე: აკმაყოფილებს პოლიტპატიმრის მინიმუმ ორ კრიტერიუმს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

GDI - ჯანო არჩაიას საქმეზე: აკმაყოფილებს პოლიტპატიმრის მინიმუმ ორ კრიტერიუმს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

07/02/2025 15:09:35 საზოგადოება

GDI-მ შეისწავლა ჯანო არჩაიას საქმე და ასკვნის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

საუბარია 49 წლის კაცზე, დისტრიბუტორზე, ტაქსის მძღოლზე, რომელიც 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავეს და ორგანიზებულ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავებიან. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ის, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ჯანოს საქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს რეზოლუციის მინიმუმ ორ, „b“ და “e”, კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, ჯანოს პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.

ჯანო არჩაია პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!"- აცხადებს ორგანიზაცია.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს სწავლობს.

საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S