აშშ–ში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ერთი წელი დასჭირდება

26-02-2020 01:09:38 მსოფლიო

აშშ–ში ვარაუდობენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ერთი წელი დასჭირდება,– ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა სენატში მოსმენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ვაქცინის შესაქმნელად დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს.

კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ-ის ბიუჯეტიდან ჯამში 2,5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ამ თანხის ნაწილი დაიხარჯება სკრინინგის აპარატურის განახლებაზე, ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერაზე, ვირუსისგან დამცავ აღჭურვილობასა და სადეზინფექციო საშუალებებზე.

ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის აშშ-ის ტერიტორიაზე გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები