
ჯო უილსონი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა
08/02/2025 12:19:35 პოლიტიკა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლესა და პროკურორს სანქციები უნდა დაუწესდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა“, - წერს ჯო უილსონი.