Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

10/02/2025 05:14:10 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. საჰაერო განგაში 10 თებერვალს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.

ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა საცხოვრებელ რაიონში მდებარე ავტოსადგომს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიწვა 6 და დაზიანდა 15 ავტომანქანა. აფეთქების ტალღამ დააზიანა 5 სახლი. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია დედაქალაქ კიევში. მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას.

ავიადარტყმის შესახებ იუწყება დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ცნობით, კონსტანტინოვკასა და კრამატორსკში დაჭრილია 6 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S