Accentnews.ge
მედია: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

მედია: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

10/02/2025 05:36:48 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება - იუწყება CBS News.

მისი ცნობით, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.

უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 14 თებერვალს იწყება, უკრაინის დელეგაციას ზელენსკი უხელმძღვანელებს.

რამდენიმე დღის წინ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინოს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. ეს ინფორმაცია უარყო უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა.

7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირაში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

"ალბათ, მომავალ კვირას შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S