რა აწუხებთ მოქალაქეებს - ISSA-ს კვლევა

10-02-2025 11:52:59 საზოგადოება

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს, უმუშევრობას და ემიგრაციას გამოკვეთენ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 46,5% - მაღალი ფასები
  • 42,1% - უმუშევრობა
  • 21,0% - ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან

მოქალაქეები მნიშვნელოვან პრობლემებს შორის ასევე გამოკვეთენ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებას, კრიმინალს, სიღარბეს:

  • 18,0% - ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
  • 16,4% - სიღარიბე
  • 15,5% - უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
  • 15,4% - კრიმინალი და დაუცველობა
  • 13,0% - დაბალი ხელფასები
  • 12,0% - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
  • 12,9% - დაბალი პენსიები
  • 11,6% - ზოგადი განათლების ხარისხი
  • 8,3% - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
  • 7,3% - უმაღლესი განათლების ხარისხი
  • 6,8% - სასამართლოს დამოუკიდებლობა
  • 6,5% - ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
  • 6,3% - რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
  • 4,0% - დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
  • 3,8% - ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
  • 3,7% - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
  • 2,3% - სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
  • 2,7% - სხვა
  • 0,3% - ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
  • 0,1% - მიჭირს პასუხის გაცემა
  • 0,4% - უარი პასუხზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები