Accentnews.ge
პროევროპული აქციების მთავარ მოთხოვნებს გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს - ISSA-ს კვლევა

პროევროპული აქციების მთავარ მოთხოვნებს გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს - ISSA-ს კვლევა

10/02/2025 08:01:18 საზოგადოება

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, პროევროპული აქციების მონაწილეთა ძირითად მოთხოვნებს გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა ემხრობა. საუბარია აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებზე.

დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ კითხვაზე რესპონდენტები შემდეგნაირად პასუხობენ:

  • 56,5% სრულად ვეთანხმები
  • 19,8% უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები
  • 7,2% უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები
  • 11% საერთოდ არ ვეთანხმები
  • 4,9% არ ვიცი
  • 0,6% უარი პასუხზე

რაც შეეხება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას, პასუხები ასე ნაწილდება:

  • 47,2% სრულად ვეთანხმები
  • 14,9% უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები
  • 10,4% უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები
  • 23,8% საერთოდ არ ვეთანხმები
  • 3,4% არ ვიცი
  • 0,3% უარი პასუხზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S