სასამართლოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

10-02-2025 12:29:40 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

სხდომის დაწყებამდე გაფრინდაშვილმა თქვა, რომ იმ დროს, რა დროსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, არა რუსთაველის გამზირზე, არამედ სხვა ადგილზე იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები