10-02-2025 12:49:50 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ევროპის ქვეყნებმა უნდა იტვირთონ.
როგორც პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა ტელეკომპანია NBC News-ს განუცხადა, უსაფრთხოების გარანტიები ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.
„ომის დასრულების შემდეგ, ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ დაეუფლონ ამ კონფლიქტს. უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ის ნამდვილად ევროპელებთან იქნება“, - აღნიშნა უოლცმა.
უოლცის ინფორმაციით, ამ კვირაში ევროპაში ჩავლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი და სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში და ისაუბრებენ ომის დასრულებაზე.
უოლცის განცხადებით, აუცილებელია იმის მიღწევა, რომ ომის მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ამ საკითხზე პრეზიდენტი ელაპარაკა ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებსაც.