10-02-2025 14:15:48 საზოგადოება ,სამართალი
სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაფრინდაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ, კერძოდ 27 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას.
ვაჟა გაფრინდაშვილი ირწმუნებოდა, რომ იმ დროს, რა დროსაც გზის გადაკეტვას ედავებიან საერთოდ არ იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და "მაკდონალდში" იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილ ვიდეოში ვაჟა გაფრინდაშვილი 20:37 წუთზეა გადაღებული, სამართალდარღვევის ოქმი კი 20:17 წუთზეა შედგენილი, როცა გაფრინდაშვილით მტკიცებით, აქციაზე არ იმყოფებოდა.
გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძის აცილებას მოითხოვდა. თუმცა მან ნინო შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ვაჟა გაფრინდაშვილი არ აპირებს ჯარიმის გადახდას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებს.