
ნენსი ვოლანდი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა
10/02/2025 11:32:01 საზოგადოება
ჯგუფის "დაიტოვეს" დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი მოსამართლე ზვიადი ცეკვავამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ - 26 იანვარს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას.
გადაწყვეტილებას, ნენსი ვოლანდმა უსამართლო უწოდა. ამბობს, რომ აქციაზე მივიდა, როდესაც უკვე გადაკეტილი იყო გზა.
"სასამართლო ამტკიცებს, რომ უკვე გადაკეტილი გზა კიდევ ერთხელ გადავკეტე", - თქვა ნენსი ვოლანდმა.
ის არ აპირებს დაკისრებული ჯარიმის გადახდას.
ნენსი ვოლანდი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მას შემდეგ რაც შესაბამისი დოკუმენტები ჩაბარდება.