
ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება
10/02/2025 11:53:30 პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიების ლიდერები მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილის ახალ ოფისში მიმდინარეობს.
საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და კოოორდინაციაა.
როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, შეხვედრის ინიციატორი სალომე ზურაბიშვილია.
"ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა. ის, რაზეც საუბრობს "ქართული ოცნება" - რეპესიების გაძლიერებაზე, ვერ ჩაახშობს პროტესტს - გაზრდის",- თქვა ბადრი ძაფარიძემ.