Accentnews.ge
პატიმრების მშობლები: „ოცნებას" დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა

პატიმრების მშობლები: „ოცნებას" დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა

11/02/2025 07:36:38 საზოგადოება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს მოშიმშილე პატიმრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ცნობასთან დაკავშირებით, რომ მასთან საპატიმროში ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც აღიარებით ჩვენების მიცემას სთხოვდა.

პატიმრების ოჯახის წევრები აღნიშნულს „ქართული ოცნების” „უბინძურეს პოლიტიკად“ აფასებენ.

„პოლიტიკური პატიმრებისა და რეჟიმის ტყვიების ოჯახის წევრები ვაცხადებთ შემდეგს, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიონ ამ თავიანთ დანაშაულებრივ ჩანაფიქრში, მიაღწიონ რომელიმე მათგანის აღიარებას, დაუშვან პრეცედენტი, რომ პოლიტიკური პატიმრებისგან არის კატეგორია, რომელიც აღიარებს დანაშაულს და არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ეს პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ თავი იმართლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ანუ საზოგადოებას უმტკიცებს შიგნითაც და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ამათ მიმართ რეალურად არსებობს სისხლის სამართლის საქმეები.

კატეგორიულად მინდა, განვაცხადო, რომ არც ერთ საქმეში არ არსებობს სისხლის სამართლის მტკიცებულებები, დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, წინასწარი ორ თვიანი პატიმრობის ვადებიც იმიტომ გაახანგრძლივეს, რომ რაღაც მოეპოვებინათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რაც არ არსებობს ვერ მოიპოვებ. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ აღიარებითი ჩვენებით მიაღწიონ კრიმინალიზაციას ამ ახალგაზრდების და მოცემული პოლიტპატიმრების. ეს არის გადმონაშთი საბჭოთა კავშირიდან. საბჭოთა კავშირში არსებობდა გენერალური პროკურორი რუდენკო, რომელიც აღიარებას მიიჩნევდა მართლმსაჯულების მთავარ ფაქტორად და დედად. სწორედ ასე უნდათ მათ, ვინაიდან ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ და საბჭოთა კავშირისკენ. საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით უნდა, რომ გაასამართლონ ეს ბიჭები",- განაცხადა ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ.

მან პატიმრებს მიმართა:

"მოვუწოდებ პატიმრებს, იყავით მხნედ, მედგრად, ყოჩაღად. ბევრი არ არის დარჩენილი. თქვენთან არის სიმართლე, ღმერთი. თქვენთან არის საქართველოს დიდი უმრავლესობა, საერთაშორისო საზოგადოება. თქვენ არ ხართ დამნაშავეები, თქვენ წელში გამართული, თავაწეული გამოხვალთ და თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ სამშობლოს გასაბრწყინებლად. გამარჯვებას გისურვებთ”.

იხილეთ ასევე: გუჯა ავსაჯანაშვილი გეგმავს, ეთიკის კომისიას მიმართოს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან უცხო ადვოკატი იყო შესული მისი გვერდის ავლით და ოჯახის ნებართვის გარეშე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S