Accentnews.ge
საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა

საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა

11/02/2025 07:57:53 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა,- იტყობინება bm.ge.

ასოციაცია, რომლის დაფუძნების შესახებაც გასულ თვეში გახდა ცნობილი, რეესტრში იანვრის ბოლოს დარეგისტრირდა.

ამონაწერის მიხედვით, გამგეობის წევრები არიან:

თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;

გამგეობის წევრები არიან, ასევე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე.

გენერალური დირექტორი ასევე ორმაგი მოქალაქე მარატ შაიდაევია. აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი მუსხელიშვილი.

ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S