Accentnews.ge
ზარქუა - გაბიტაშვილზე: თუ ჩემზეა ეჭვი, არ მჩვევია — შეიძლება, მეზობელი ან ყოფილი მეგობარი იყოს

ზარქუა - გაბიტაშვილზე: თუ ჩემზეა ეჭვი, არ მჩვევია — შეიძლება, მეზობელი ან ყოფილი მეგობარი იყოს

11/02/2025 10:30:59 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე 3 ნიღბიანის მიერ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

"ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია [...]. თუ ვინმეს ჩემზე აქვს ეჭვი, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, ღიად და საჯაროდ, მით უმეტეს, იქ, კამერების წინ, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა, არ მომრიდებია, პასუხი გავცე - სადაც ოჯახისა და ახლობლების შეურცახყოფაა და მომავალშიც ასე ვიზამ.

ამის შემდეგ, ჩვენ მასთან საუბარი გვქონდა, ერთმანეთში ვისაუბრეთ. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა ეს ინიციატივები და შესაბამისად, გაგებით მოვეკიდე. მგონია, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ ამ სექტას, ამ უსამშობლოებს თავი არ უნდა გამოაყენებინოს და ჩვენი თემა ამით დამთავრდა [...] თუ რამე ეჭვია, პოლიციაში ჩივილი არ გაუჭირდება და თუ დამიბარებენ, იგივე ჩვენებას მივცემ, როგორც აბუ დაბიში [...]

ზოგადად, ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა. შეიძლება, მეზობელიც იყოს, შეიძლება, მისი ყოფილი მეგობარიც იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. ახლა კამერით რომ დარბის კაცი, ეტყობა, იმანაც, არ ვიცი, ნიღბით იყო თუ უნიღბოდ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ". - თქვა ზარქუამ.

ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თბილისში სამი ნიღბიანი დაესხა თავს.

„ჩამოვედი, ბრუნო [ძაღლი] ჩამოვიყვანე და თავს დამესხა სამი ნიღბიანი, კამერები არის. ვერავის ვერ შეაშინებთ, დრო არის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვან”, – ყვება ის ვიდეომიმართვაში.

ის მიიჩნევს, რომ დღევანდელი თავდასხმა აბუ-დაბიში მომხდარის გაგრძელებაა.

12 იანვარს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში „ქართული ოცნების” წევრებთან მიდის და პროტესტს გამოხატავს. მოგვიანებით მას "ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S