Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ჩემი სურვილია, პრეზიდენტის ირგვლივ შედგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ

ზურაბიშვილი: ჩემი სურვილია, პრეზიდენტის ირგვლივ შედგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ

11/02/2025 11:53:49 პოლიტიკა

მედიამენეჯერებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოტივებზე მედიასთან ისაუბრა.

კერძოდ, თქვა, რომ მიზანია გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება, ამასთან, შედგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები.

"ეს შეხვედრები, რაც მე დავიწყე, ერთის მხრივ მიმართული იქნება იმისკენ, რომ მიუნხენში, რომ წავალ, მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები - ყველა კუთხით, რაც დღეს ამ ქვეყანაში არსებობს. ამავე დროს ჩემი სურვილია და ესაა, რაც ახლა დავიწყეთ, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც არის შემცირებული, შემჭიდროვებული, შედგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომლებიც იმუშავებენ ჩვენთან ერთად. ამ კუთხით შევხვდი დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით.

დღეს ძალიან მნიშნელოვანი შეხვედრა იყო მედია მენეჯერებთან, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მდგომარეობაში, როცა მასზე არის ძალიან დიდი წნეხი. ყველა დიქტატორული რეჟიმის, რომელიც გამყარებას ცდილობს პირველი სამიზნეებია საზოგადოება და მედია. მე წავიღებ მათ გზავნილებს საწყის ეტაპზე მიუნხენში, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა. იმიტომ რომ ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლების, ამ წნეხის, რომელიც პირველ რიგში ვრცელდება რეგიონალურ მედიაზე",- თქვა ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ხვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S