თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ

26-02-2020 11:00:28 საზოგადოება

თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"12-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა "თეგეტა მოტორსი", რომელიც ვალდებულია, შემოიყვანოს BMC მარკის 126 ერთეული ავტობუსი. ისინი თურქეთში იწარმოება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მხოლოდ ძველი ავტობუსების ჩანაცვლებით არ შემოიფარგლება, ახალი ავტობუსების შემოყვანის მიზანი იმაშიც მდგომარეობს, რომ ახალი მარშრუტები დაინიშნოს ლოკაციებზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ გადაადგილდება, ან მგზავრებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ, 10 წუთი იყოს მოცდის დრო" - დასძინა კალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები