11-02-2025 17:31:35 საზოგადოება ,ციტატა
"მინდა, ჩემი აღშფოთება გამოვთქვა იმ ადამიანების, ჩემი იმ მეგობრების, ძალიან ახლობელი რომ მეგონა, იმ ხალხის მიმართ, ვინ არ არის აღშფოთებული დღეს და ამბობს, "აბა როგორ, კანონი ყველასთვის ერთიაო", სად არის კანონი ყველასთვის ერთი?! ერთი, სამაგალითოდ მაინც, რომელიმე ძალოვანი არ დაკითხულა, არა თუ დასჯილა, ამიტომ კანონი სამწუხაროდ არ არის ყველასთვის ერთი!
ეს არის მთავარი პრეტენზია, რაც აქვს ამ ხალხს. მეტსაც გეტყვით, კონსტიტუციური უფლებაა ამ ადამიანების ქუჩაში გამოსვლა და კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნაა. 78-ე მუხლი დავიცვათო სთხოვეს ხელისუფლებას, რომელსაც ვითომ იგივე უნდოდა და ღირსებით შედიოდა ევროპაში. სად არის ლოგიკა, მე თუ იგივე მინდა, რაც თქვენ, მაშინ რატომ უნდა მცემო, რატომ უნდა დამიჭირო, მომწამლო და ძვალ რბილი გამიერთიანო", - ამბობს მომღერალი აირმა სოხაძე "ტვ პირველთან".