Accentnews.ge
ზურაბიშვილი: აქ დგას საშიშროება, რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო, მნიშვნელოვანია, მიუნხენში მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში

ზურაბიშვილი: აქ დგას საშიშროება, რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო, მნიშვნელოვანია, მიუნხენში მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში

11/02/2025 15:58:09 პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელთან მივიტანო გზავნილები, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "აქ დგას საშიშროება, რომ რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო".

"მნიშვნელოვანია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელთან მივიტანო გზავნილები, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, სადაც არის არა მხოლოდ დიქტატურა, რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის", – განაცხადა მან.

როგორც მან აღნიშნა, პლატფორმები, რომლებიც ახლა იქმნება, არის პირველი რეალური პოლიტიკური პროცესი და ეს არის ის პროცესი, რომელსაც ყველა ელოდა.

„გავაგრძელე დღევანდელი შეხვედრები, კიდევ ორ სხვადასხვა პლატფორმას შევხვდი. ერთი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო - ეს იმ ადამიანებისგან შედგებოდა, ვინც დღეს დგანან ქუჩაში, ის აქტივისტები თუ ინდივიდუალური ჯგუფები, ვინც იყო ამის სათავეში, თუმცა აქ ვერ ვილაპარაკებთ, ვინ აორგანიზებდა, ეს არის ყველა ერთად და ასევე მათი გზავნილები მაინტერესებდა, მათი პრობლემები დღევანდელ დღეს რეპრესიული მანქანის წინაშე და მათი მზადყოფნა, რაც გამოხატეს იმისთვის, რომ ბოლომდე გააგრძელონ ეს ბრძოლა და მე ამ შემართებას ჩავიტან მიუნხენში, რადგან დღევანდელი შეხვედრების მიზანი ეს იყო, რომ ვიცოდე, ყველა შეხვედრის შემდეგ, რა არის ის მთავარი გზავნილები და მთავარი პრობლემები, რაც მე უნდა წავიღო მიუნხენში. შემდგომ გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმასთან, სადაც ასევე საინტერესო საკითხები წამოიჭრა უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიტანო, მითუმეტეს, რომ ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოსი და მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, სადაც არის არა მხოლოდ დიქტატურა, რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S