Accentnews.ge
უილსონი: „ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვას ცდილობს

უილსონი: „ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვას ცდილობს

12/02/2025 05:17:14 პოლიტიკა

პუტინისტური „ქართული ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "რეჟიმი" ქართველი ხალხის პროტესტს "უკანონო დაკავებებით და ძალადობით" პასუხობს.

“ოქტომბერში პუტინისტურმა, “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩაშია, უწყვეტი პროტესტი 76-ე დღეს. ქართველი ხალხის 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები და ევროკავშირისა და ნატო–ს ნაწილი იყოს, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს. რეჟიმმა შავი ზღვრის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმმა მკვლელები გამოაგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაკლავად. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, მამაცად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”, - განაცხადა უილსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S