Accentnews.ge
ვაკეში აბონენტებისთვის გაზის მიწოდების სრულად აღდგენის დრომ 12 თებერვლის 15:00სთ–მდე, ხოლო საბურთალოზე –22:00 სთ–მდე გადაიწია

ვაკეში აბონენტებისთვის გაზის მიწოდების სრულად აღდგენის დრომ 12 თებერვლის 15:00სთ–მდე, ხოლო საბურთალოზე –22:00 სთ–მდე გადაიწია

12/02/2025 05:25:40 საზოგადოება

"თბილისი ენერგის" ცნობით, ვაკეში ბუნებრივი აირის ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის გაზის მიწოდების სრულად აღდგენის დრომ 12 თებერვლის 15:00სთ–მდე, ხოლო საბურთალოზე –22:00 სთ–მდე გადაიწია.

„ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე-დიღომი. ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი. საბურთალო-ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გვიან ღამე ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება. თბილისი ენერჯი გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11 თებერვლის, "თბილისი ენერჯი" მომხმარებლებს ჰპირდებოდა, რომ ქსელიდან გათიშული ყველა აბონენტი ბუნებრივ აირს 23:00 საათამდე მიიღებდა, თუმცა გაზის მიწოდება მხოლოდ მომხმარებლის ნაწილს აღუდგა.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 9 თებერვალს "ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S