Accentnews.ge
თეთრი სახლი: მოსკოვმა ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი პატიმრობიდან გაათავისუფლა

თეთრი სახლი: მოსკოვმა ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი პატიმრობიდან გაათავისუფლა

12/02/2025 05:35:11 მსოფლიო

თეთრი სახლის ცნობით, ამერიკელი ისტორიის მასწავლებელი მარკ ფოგელი, რომელიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს.

"ეს არის დიპლომატიური დათბობა, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასასრულებლად", – აცხადებენ თეთრ სახლში.

ფოგელმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან ერთად დატოვა რუსეთის საჰაერო სივრცე.

ფოგელი 2021 წლის აგვისტოში დააკავეს და ის 14-წლიან პატიმრობას იხდიდა. მისმა ოჯახმა და მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ რუსეთში მოგზაურობისას მას თან ჰქონდა ექიმის მიერ გამოწერილი სამედიცინო მარიხუანა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დეკემბერში ფოგელი არამართლზომიერად დაპატიმრებულად სცნო.

ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა „გაცვლის შესახებ მოილაპარაკეს“ ფოგელის განთავისუფლების უზრუნველსაყოფად. მას არ უთქვამს, რას ითვალისწინებს გარიგება ამერიკის მხრიდან.

წინა მოლაპარაკებები ზოგჯერ მოიცავდა რუსების საპასუხო განთავისუფლებას აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მიერ.

უოლცმა თქვა, რომ ეს არის „ნიშანი, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით, რათა დავასრულოთ სასტიკი და საშინელი ომი უკრაინაში“.

ფოგელის ნათესავებმა თქვეს, რომ ისინი „უაღრესად მადლიერნი არიან".

მოსკოვს ფოგელის გათავისუფლების შესახებ ჯერ–ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S