Accentnews.ge
ცაჰკნა: თუ საქართველოში ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, მზად ვართ, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

ცაჰკნა: თუ საქართველოში ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, მზად ვართ, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

12/02/2025 07:21:33 პოლიტიკა

"სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება ასევე შეიძლება, შემობრუნებულ იქნას, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს - სადაც მმართველი პარტია ["ქართული ოცნეება"] ქვეყანას სულ უფრო აშორებს დემოკრატიას ისევე, როგორც დასავლეთისკენ ორიენტირებულ საგარეო კურსს. ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნები ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზაა. თუ [საქართველოში] ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა", ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S