გურჯაანში საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

26-02-2020 12:25:37 სამართალი

გურჯაანის საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა წუხელ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს ოთახს, რომელშიც პაციენტი მ.ბ. მკურნალობის კურსს გადიოდა.

სროლამდე ერთი დღით ადრე ამ პაციენტს თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ირკვევა, რომ მ.ბ. წარსულში მკვლელობის მუხლით არის ნასამართლევი. მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის მუხლით "სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები