სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა

12-02-2025 14:47:21 კავკასია

სომხურმა პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაწყების შესახებ, - იუწყება სომხური მედია.

კანონპროექტს 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ 7-მა მისცა ხმა. ორიდან ერთ ოპოზიციურ ფრაქციას - "სომხეთს" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 9 იანვარს კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრტიულ ძალთა პლატფორმის" მიერ მოქალაქეთა 60 000 (საკმარისი იყო 50 000-ც) ხელმოწერით იყო ინიცირებული, სომხეთის მთავრობამ დაუჭირა მხარი. ამასთან, პრემიერმა ფაშინიანმა მაშინ განმარტა, რომ ეს კანონპროექტი "არ ნიშნავს ევროკავშირში სომხეთის წევრობას პირდაპირი მნიშვნელობით" და როპმ ამ საკითხზე გადაწყვეტილება "მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება, იქნას მიღებული".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები