
სადიგოვი– ამაღლობელს: "ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია, გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ სიმართლისმოყვარე ჟურნალისტებს"
12/02/2025 11:42:37 საზოგადოება
"ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია. მოგესალმებით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ამ მართალ, ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად ისევე, როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით.
გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს!
დიქტატურის ზღურბლზე მდგარ და დიქტატურის საზიზღარ გზაზე მჩოჩავ საქართველოს მთავრობას კი ამ მცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, თუკი ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიით მსახურება არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოვუწოდებ. მოვითხოვ, ჟურნალისტ ქალბატონი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ქალბატონო მზია, როგორც აზერბაიჯანის ლეგენდარული მხედართმთავარი ბაბექი ამბობს: „40 წელი უღელქვეშ ხოხვას, ერთი დღით თავისუფლად ცხოვრება უფრო ღირსეულია, აღმატებულია“, – ასე მიმართავს , „მედიაჩეკერის" ცნობით, საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობაში მყოფ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს.