Accentnews.ge
იოზვიაკი: "ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს"

იოზვიაკი: "ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს"

12/02/2025 11:54:59 პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან, აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

მისი თქმით, რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილი მომავალ სამიტზე მიიწვიოს.

„რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მოიწვიოს იგი მომავალ სამიტზე და წარმოადგინოს საქართველო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მომავალ სამიტზე“, - წერსიოზვიაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S