Accentnews.ge
ომარ ოკრიბელაშვილის მამა 3 500 ლარით დააჯარიმეს

ომარ ოკრიბელაშვილის მამა 3 500 ლარით დააჯარიმეს

12/02/2025 14:37:02 სამართალი, საზოგადოება

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პარლამენტის ჯებირის დაზიანების გამო მსჯავრდადებულის ომარ ოკრიბელაშვილის მამას გიორგი ოკრიბელაშვილს 3500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

იგი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ 10 თებერვალს დააკავეს. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ომარ ოკრიბელაშვილი მარტის აქციების დროს დააკავეს. მას და საბა მეფარიშვილს პარლამენტის 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდნენ. ორივე მათგანს 20 იანვარს მოსამართლე ნინო გუდაძემ დამნაშავეებად ცნო და საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა "ქართული ოცნების" პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ომარ ოკრიბელაშვილის შეწყალების თხოვნითაც მიმართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S