
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
12/02/2025 14:48:43 ეკონომიკა
12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8089 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.85 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.56 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9145 ლარი გახდა.