
უილსონი: გასულ წელს სირიაში ასადის ყაჩაღმა რეჟიმმა სახელმწიფოს მტრად გამომაცხადა, ახლა ასადი მოსკოვშია და სირია თავისუფალია, ივანიშვილო, გაითვალისწინე
12/02/2025 15:11:49 პოლიტიკა
“გასულ წელს სირიაში ასადის ყაჩაღმა რეჟიმმა მე სახელმწიფოს მტრად გამომაცხადა. ახლა ასადი მოსკოვშია და სირია თავისუფალია. ეს ყველა სასტიკი დიქტატორის ბედია. ივანიშვილო, საეიდ, მადურო, გაითვალისწინეთ”, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.