Accentnews.ge
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა მიუღებელია, გვსურს დავინახოთ სანქციები

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა მიუღებელია, გვსურს დავინახოთ სანქციები

12/02/2025 15:16:41 პოლიტიკა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია მალმერ სტენენგარდის თქმით, საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამის შესახებ მან 2025 წლის საგარეო პოლიტიკის განცხადების წარდგენისას განაცხადა.

"საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა არათანაბარი არათანაბარი პირობებით, ფესვგადგმული პოლარიზებით, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს, დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პროევროპული მოძრაობების მხარდაჭერა", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S