
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა
12/02/2025 15:40:34 პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებგვერდზე.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.