საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი Russia Today-ს წამყვანი გახდა

26-02-2020 13:16:25 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ალენ ჟულე რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიის RT-ს [Russia Today] წამყვანი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ RT-ს საფრანგეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ქსენია ფიოდოროვამ გაავრცელა.

გადაცემა სახელწოდებით "La Source" ფრანგულენოვანი RT-ს ეთერში თვეში ორჯერ გავა და მასში საუბარი იქნება დიპლომატიაზე, კონფლიქტებზე, ტერორიზმზე, უსაფრთხოებაზე და კონკურენტულ დაზვერვებზე.

ჟულეს არაერთხელ განუცხადებია, რომ "რუსეთი დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". ამასთან, მან სირიაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის ჩარევა გაამართლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები