Accentnews.ge
„თბილისი ენერჯი“: ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

„თბილისი ენერჯი“: ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

12/02/2025 17:32:46 საზოგადოება

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი მიეწოდება 105 955 აბონენტს.

„ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380, საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა. სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი. სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S