Accentnews.ge
ტრამპი პუტინს შესაძლოა, საუდის არაბეთში შეხვდეს

ტრამპი პუტინს შესაძლოა, საუდის არაბეთში შეხვდეს

13/02/2025 06:00:13 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საუდის არაბეთში შეხვდეს. ამის შესახებ ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არც თარიღია შეთანხმებული, თუმცა, შეხვედრა არც ისე შორეულ მომავალში შედგება.

ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პუტინთან შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ტრამპმა უპასუხა, რომ "პირველ ჯერზე არა და შემდეგ ნახავენ, რა შეიძლება გაკეთდეს მეორე შეხვედრისთვის".

12 თებერვალს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ "შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად".

იმავე დღეს პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის.

თეთრ სახლში მედიისთვის გამართულ ბირიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს მშვიდობა სურთ".

12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S