
უილსონი: აშშ–ის ეროვნული დაზვერვის ახალ დირექტორს ესმის ივანიშვილის რეჟიმის საფრთხე
13/02/2025 06:35:30 პოლიტიკა
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ტულსი გაბარდს ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშვნას ულოცავს.
მისი თქმით, გაბარდს ესმის „ივანიშვილის რეჟიმის საფრთხე“.
“ტულსი გაბარდს ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშვნას ვულოცავ. გაბარდი თბილისს როგორც წარმომადგენელთა პალატის წევრი სტუმრობდა და მას ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოებისადმი ღრმა საფრთხე. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი წარმედგინა”, - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.