Accentnews.ge
ჯასტინ ტრუდო: კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება

ჯასტინ ტრუდო: კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება

13/02/2025 06:41:56 მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება.

„მოდით მკაფიოდ ვთქვათ: 51-ე შტატად გახდომის შესახებ საუბარი იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არასდროს მოხდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები სერიოზულად უნდა მივიღოთ და კანადის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მისი თქმით, კანადას აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს.

„ჩვენი პასუხი ცალსახა იქნება. კანადა შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში კანადას ტარიფები არ დაუწესდება. 3 თებერვალს ტრამპმა 30 დღით გადადო კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება. კანადამ და მექსიკამ საპასუხო ზომების მიღება შეაჩერეს. 3 თებერვალს მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საზღვრების დაცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S