Accentnews.ge
მარკ რუტე:  არ იქნება „მინსკი 3“!

მარკ რუტე:  არ იქნება „მინსკი 3“!

13/02/2025 08:07:51 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინის შესახებ განიხილება, აუცილებლად კიევის ჩართულობით უნდა მოხდეს.

„ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. ნებისმიერი საკითხი, რაც უკრაინის შესახებ განიხილება აუცილებლად უნდა წარიმართოს უკრაინის ჩართულობით”, - განაცხადა მარკ რუტემ.

მან ასევე თქვა, რომ "არ იქნება „მინსკი 3“. ეს აღარ უნდა მოხდეს! ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს უფლება თუნდაც კიდევ ერთი კვადრატული მილით წაიწიოს წინ უკრაინაში".

მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რასაც თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა:

„ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მეტია გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს საოცარი თავდაცვის ინდუსტრიები, თუმცა ეს საკმარისი არ არის”.

12-13 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში წლის პირველ შეხვედრას მართავენ.

12 თებერვალს, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.

იმავე დღეს პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

თეთრ სახლში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს მშვიდობა სურთ.

12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S