Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

13/02/2025 09:48:04 პოლიტიკა

სადავო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება კომისიამ 13 თებერვალს, მიიღო.

კომისიის მდივნად „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი კი აირჩიეს.

კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს: „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია; ოპოზიციის კვოტას აითვისებენ "ქართული ოცნების" განაყოფებმა - „ხალხის ძალამ“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელმა სოციალისტებმა“ (ილია ინჯია).

დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კომისიის შექმნას 5 თებერვალს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S