Accentnews.ge
მიუნხენში ავტომობილი ხალხში შეიჭრა, არიან დაშავებულები

მიუნხენში ავტომობილი ხალხში შეიჭრა, არიან დაშავებულები

13/02/2025 12:09:37 მსოფლიო

გერმანიაში, ბავარიის ფედერალური მიწის დედაქალაქ მიუნხენში, ცენტრალურ სადგურთან ახლოს დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა ხალხში შეიჭრა, – იუწყება Bild.

მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად 15-მდე ადამიანია დაშავებული.

დაზარალებულები დემონსტრაციის მონაწილეები არიან, რომელიც პროფკავშირების ორგანიზებით მიმდინარეობდა.

პოლიციის ცნობით, მძღოლი დააკავეს. ინციდენტი ტერორისტული აქტი იყო თუ უბედური შემთხვევა ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.

ხვალ მიუნხენში იხსნება უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ბევრი სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაზე ელიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S