აშშ–მა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

26-02-2020 14:05:37 მსოფლიო

აშშ–მა რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

"კრემლის ქმედებები და პოლიტიკა შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ეკონომიკური შეზღუდვები 2020 წლის მარტის შემდეგაც გაგრძელდება", – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები