13-02-2025 18:37:54 პოლიტიკა
ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის ალენ ბერსეს განცხადებით, საქართველოსთან ამჟამად "სამუშაოდ ნიადაგი უარესია ვიდრე, ორი ან სამი თვის წინ იყო". ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლების" მოლდოვურ სამსახურთან ისაუბრა.
მისი თქმით, "შეშფოთებული არიან საქართველოში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის ქმედებებით".
"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა კომისიასთან, ევროსაბჭოსთან, წამების წინააღმდეგ კომიტეტთან. ჩვენ ამ მუშაობას გავაგრძელებთ. ის ფაქტი, რომ მოცემულ მომენტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები არ არიან, ვიმედოვნებ ხელს არ შეგვიშლის, მთავრობათაშორის თანამშრომლობაში, ვინაიდან უნდა დავრჩეთ ადამიანის უფლებათა, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვის და არა იქაური მთავრობის ერთგული. იცით, რომ ჩვენ ამას საქართველოს მოსახლეობისთვის ვაკეთებთ. საქართველოში ევროპული მისწრაფებების მქონე ოთხი მილიონი ადამიანი გვყავს და ვფიქრობ, ჩვენც უნდა ვიყოთ მათთან", - განაცხადა ალენ ბერსემ.
ცნობისთვის: 29 იანვარს PACE–მ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავდა იმ შემთხვევაში თუ პროგრესი იქნება მიღწერულ არაერთ საკითხზე, მათ შორის:
რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.